Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

27 იანვარი, 2019 14:42

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილები და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

„როდესაც შემუშავდება პროცედურა, სადაც ჩვენი ხმა დაცული და გათვალისწინებული იქნება, მაშინ მზად ვიქნები, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. მანამდე, ეს არის ჩვენი დროის ტყუილად კარგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობა. რაც არ უნდა ვქვათ, მაინც აისახება ისტებლიშმენტის, ირაკლი კობახიძის და მოსამართლეთა ჯგუფის მოსაზრებები. ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ მეტი გარანტიები არ მოგვეცემა, ჩვენი, საზოგადოების, ამ ჯგუფში ყოფნას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ვაპირებ ჯგუფში მუშაობას, სანამ ეს პირობები არ შეიქმნება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამუშაო შეხვედრა ასევე დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესო აქცია გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.  სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. 

ლევან მურუსიძეს აქციაზე შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო

უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში NGO-ები არ შევლენ

მოსამართლეები: NGO-ების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^