Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: დღეს პრინციპები განვიხილეთ, გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით

27 იანვარი, 2019 17:37

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის ფარგლებში გამართული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე პრინციპების განხილვა მოხდა, შემდეგ შეხვედრაზე კი გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით,რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში.

 „დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო და ჩვენ განვიხილეთ ის წინადადებები, რომლებიც არის წარმოდგენილი კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით. შემდეგ შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აისახოს კანონპროექტში. იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაიგეგემება შემდეგი შეხვედრა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

*********

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესო აქცია გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.  სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. 

ლევან მურუსიძეს აქციაზე შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო

უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში NGO-ები არ შევლენ

მოსამართლეები: NGO-ების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^