Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: შევთავაზეთ არასამთავრობოებს მუშაობაში მონაწილეობა, თუმცა ბოიკოტი გამოაცხადეს

27 იანვარი, 2019 17:48

„შევთავაზეთ არასამთავრობოებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოაცხადეს“,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „რაც შეეხება საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. მზად ვართ კონსულტაციებისთვის. შევთავაზეთ არასამთავრობოებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას. ჩვენ ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, თუ ვინმეს სურს დამატებით წვლილი შეიტანოს ამ შეხვედრის მუშაობაში, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. პროცესი არის გახსნილი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტი“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილები და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

დოლიძემ და ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^