NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, „რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას?“ - ეროვნულ დონეზე, გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 50%-ის შეფასებით კი - კარგად.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას ცუდად ართმევს თავს, 33% კი ამბ, რომ - კარგად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევა ჩატარებულია ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ .კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.