Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე წუხს - NDI

28 იანვარი, 2019 11:09

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის ერთ-ერთი საკითხი გარემოს ეხება. 

გზები 35% და გარემოს დაბინძურება 22% ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია.

გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57 პროცენტი), საკვების უსაფრთხოებასა (44 პროცენტი) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 პროცენტი) წუხს.

თბილისის მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია (48 პროცენტი), რის შემდეგაც კომუნალური გადასახადები (38 პროცენტი) და საგზაო მოძრაობა (32 პროცენტი) მოდის.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,“ - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. „ამასთან, გარემოს დაცვის კუთხით ნეგატიური შეფასება პოლიტიკის დაუყოვნებლივ ცვლილებასა და ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროსთვის გამოყოფილი რესურსების შემცირება, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული სტატუსის გათვალისწინებით.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

არც უხერხულობას და არც დისკომფორტს არ გა ...

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო ბიბლიოთეკა შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტ ...
^