Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა - NDI

28 იანვარი, 2019 11:57

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა (37%). გამოკითხულთა 23% კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილებაა. 9% კი უცხოეთში მიღებულ განათლებას ასახელებს. 

კითხვაზე პასუხად, - „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?“ ეროვნულ დონეზე 62% ამბობს, რომ - „არა“. თბილისში კი - 61%. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ . კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^