Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NDI: მოსახლეობის 12%-მა შეამჩნია კოორდინატორები საარჩევნო უბანთან არჩევნების დღეს

30 იანვარი, 2019 11:28

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 12%-მა არჩევნების დღეს შეამჩნია აქტივისტები/კოორდინატორები საარჩევნო უბანთან და მათი  56% მიიჩნევს, რომ კოორდინატორები საარჩევნო უბანზე გავლენას ახდენენ ამომრჩევლის არჩევანსა და სურვილზე.

მოსახლეობის 30%-ის აზრით კი, ეს არ ახდენს გავლენას ამომრჩევლის ნებაზე. 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივნისი
17 ივნისი

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  ...
16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
^