Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჰესების გამო პანკისის მოსახლეობის დაშინება

30 იანვარი, 2019 13:51

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" შს სამინისტროს მოუწოდებს, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინება და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. 

ადგილობრივები ხეობაში, ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ საპოლიციო შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

EMC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი ინფორმაციით, 2019 წლის 29 იანვარს პანკისის ხეობაში გაიმართა სახალხო კრება, სადაც ადგილობრივებმა ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს.

კრების შემდგომ  შსს-ს წარმომადგენლებმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს ხეობის ის რამდენიმე უხუცესი, რომლებიც კრების შეხვედრაზე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ჰესების მშენებლობას. მათ რამდენიმე საათის გამავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებდნენ.   უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება ხეობის მოსახლეობის მიმართ პირველი არ არის. საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე, ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და აქტივისტების პოლიციის განყოფილებაში დაბარებამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკითხვამ და დაშინების მცდელობებმა პრაქტიკის ხასიათი მიიღო.

2018 წლის ზაფხულის განმავლობაში, EMC-ის ინფორმაციით, შსს-მ არაერთი აქტივისტი გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათ უსვამდნენ შეკითხვებს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული მოსაზრებების გამო, ღიად ემუქრებოდნენ და  უცხადებდნენ, რომ წინააღმდეგობის გაგრძელების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. ამ ფაქტების ირგვლივ EMC-იმ გაცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითხოვა ფაქტების შესწავლა და მოქალაქეთა პოლიციის განყოფილებებში გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლის განმარტება. თუმცა, მოთხოვნას შსს-ს მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. EMC-ის მიმართვის საფუძველზევე აღნიშნულ ფაქტებს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის პროცესის ღია მხარდაჭერა შსს-ს მხრიდან და ამ პროცესში საპოლიციო აპარატისა და კონტროლის მექანიზმების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ მანდატს, კომპეტენციებს და სამართლდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოხატვა ხეობაში  არსებითად მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ამ პროცესში შსს-ს ინტერვენციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მიმდინარე კომუნიკაციის და მოლაპარაკების მოდერაციის ფუნქცია შეიძლება მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნდეს, ისიც კანონით დადგენილი წესითა და პროცედურით. ამ პროცესში შსს-ს უკანონო მონაწილეობა კი არსებითად ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას და მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების დაშინებას, კონტროლსა და სოციალური პროტესტის დასუსტებას ,  კერძო ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან საპოლიციო რესურსის ამ ინტენსივობით გამოყენება და სოციალური გამოწვევების რეპრესიული აპარატის გამოყენებით რეგულირება არსებითად მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC  მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით და წესით იბარებს ადგილობრივ მოსახლეობის პოლიციაში და  რა საფუძვლით ცდილობს, ჰესების მშენებლობისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვებას. 

დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობა, პანკისის ხეობაში, არსებითად მოაქციოს კანონის მოთხოვნებში;

დაიწყოს დისციპლინური დევნა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ, რომელიც ადგილობრივი თემის თვითნებური შევიწროების და კონტროლის პროცესში არის ჩართული.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

მხედველობაში მიიღოს ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივების კრიტიკა, უზრუნველყოს ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებული ზიანის რისკების ადეკვატური შეფასება და მის მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების ფუნდამენტური რევიზია.  ამ მიზნით EMC  სამინისტროს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აგრძელებს საკითხის შესწავლას და საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^