Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქმა ძიუდოისტები შეარიგა

30 იანვარი, 2019 15:02

საქართველოს საპატრიარქოში დაპირისპირების დასასრულებლად ძიუდოისტები, მწვრთნლები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათთან ერთად იყო პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელიც.

როგორც ხაბარელმა თქვა, დაპირისპირება დასრულდა. ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო“, - განაცხადა ხაბარელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება 2018 წლის აპრილიდან დაიწყო. თავდაპირველად, ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს და პროტესტი დაიწყეს. მოგვიანებით ქევხიშვილი გადადგა, მისი ადგილი კი გიორგი ათაბეგაშვილმა დაიკავა. თუმცა, ნაკრების წევრებმა მასაც უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან მათი თქმით, ათაბეგაშვილი ქევხიშვილის კადრი და მისი პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^