Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალი“ აცხადებს ბლოგპოსტების კონკურსს მოსწავლეებისთვის

30 იანვარი, 2019 15:03

„ლიბერალი“ მოსწავლეებისთვის  ბლოგპოსტების კონკურსს აცხადებს

მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოში ბავშვების წინაშე მდგარი თემებისა და პრობლემების წინ წამოწევა.

კონკურსის თემა  - ბულინგი

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული:

პოსტების მიღება დაიწყება 1 თებერვლიდან და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 28 თებერვლის 12 საათამდე. შემდეგ გამოქვეყნდება საუკეთესო ნამუშევრები.

გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გამოვლინდება  ორი გამარჯვებული.

ერთ გამარჯვებულს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია.

მეორე გამარჯვებულს კი liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობა, რომელიც აღირიცხება Analytics-ს მეშვეობით;

გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ  300-ლარიან ვაუჩერებს წიგნების მაღაზიებში.

ბლოგპოსტი:

მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ თემის აქტუალობაზე, ბულინგის მაგალითებზე; გამოთქვან მოსაზრებები პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე...

ბლოგპოსტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. მას უნდა ჰქონდეს სათაური, მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი და კლასი.

კონკურსატმა უნდა გამოგზავნოს საკუთარი ფოტო, რომელიც ბლოგპოსტს ქავერად დაედება.

კონკურსანტებმა ბლოგპოსტი უნდა გამოგზავნონ ელ ფოსტაზე: [email protected]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^