Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სქემაში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია დღეს აღარ გაიმართება

01 თებერვალი, 2019 15:04

განათლების რეფორმის ფარგლებში, 18 იანვარს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ცვლილებები დაანონსდა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კრედიტების დაგროვების სისტემის გაუქმებაა. პრეზენტაციისას ითქვა, რომ 1 თებერვალს გახდებოდა ცნობილი დამატებითი დეტალები, რაც უფრო მკაფიოს გახდიდა, თუ რა გზის გავლა მოუწევს პედაგოგს როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე წინსვლისთვის. 

თუმცა დღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას არ გამართავს. როგორც „ლიბერალს“ ცენტრში განუცხადეს, კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან ჯერ არ დასრულებულა, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას კი აღნიშნული შეხვედრების დასრულების შემდგომ წარუდგენენ საზოგადოებას. ცენტრში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ დოკუმენტის წარდგენა არაუგვიანეს თებერვლის ბოლოსთვის მოხდება. მათივე განმარტებით დღეს სამუშაო შეხვედრა სკოლის დირექტორებთან იმართება. 

მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტი 11 734 უფროს პედაგოგს ჯერ არ დაუგროვებია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^