Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: წელს იგეგმება სოციალური სამსახურის რეფორმა

01 თებერვალი, 2019 15:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში იგეგმება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებას. ბახტაძის თქმით, 4 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე აუდიტმა გამოკვეთა პასუხისმგებელ პირთა წრე, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს მთლიანად სოციალური სამსახურის რეფორმას.

„მინდა, ვთქვა, რომ ამ სამსახურის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, იცით, რომ შარშან საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა ამ საკითხზე. წელს მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, ის რეფორმები, რომლებსაც ვგეგმავთ ამ სამინისტროში. მათ შორის, შეიქმნება საბჭო, სადაც პირადად მინისტრი იქნება ხელმძღვანელი, რომ უზრუნველყოს კავშირისა და უკუკავშირის ძალიან მაღალი დონე. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამის შესახებ განმარტებას გააკეთებს თავად დავით სერგეენკოც, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სწორი და ეფექტიანი რეფორმა“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ 30 იანვარს 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სანამ სამინისტრო სოცმუშაკების გათავისუფლებაზე განაცხადებდა, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკებმა მინისტრს საჯაროდ მიმართეს და პირობების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ სთხოვეს. სოცმუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს უკვე არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას ცდება იმ სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, რაც დღეს სოციალურ მუშაკებს აკისრიათ.

სოცმუშაკები აცხადებენ, რომ მინისტრმა დიდი ხანია, იცოდა, რომ მუშაკთა რაოდენობა ვერ წვდებოდა მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი.

4 წლის ბავშვი 22 იანვარს დაიღუპა.

გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

არასრულწლოვნის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც  შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^