Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეხვედრა პრეზიდენტთან - „საუბარი იყო ლეღვის ნახარშის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზეც"

01 თებერვალი, 2019 16:30

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის რეზიდენციაში. სადაც არასამთავრობო სექტორს პრეზიდენტმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძეც.

მან „ლიბერალს" უთხრა, რომ საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მაგრამ კონკრეტულად არაფერი განხილულა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ მოუმზადებლის შთაბეჭდილება დატოვა და მათ არ ჰქონდათ კონკრეტული შეთავაზება,.

მისთვის ასევე მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი შეხვედრაში მონაწილეობდა მისასალმებელი სიტყვით და დისკუსიის დრო არ დარჩა. 

„მარტივად რომ წარმოვიდგინოთ დიაპაზონი თემებისა, ნახსენები იყო ისეთი საკითხიც, როგოროცაა ლეღვის ნახარშის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება და ლუგარის ლაბორატორიის გარშემო აგორებული ცრუ კამპანიაც. ცხადია, ერთი და მეორე კარდინალურად განსხვავდება ერთმენეთისგან. ერთია საგარეო საფრთხეები, მეორე - ელემენტარული უცოდინრობა. ვფიქრობ, ამ ტიპის თემების ერთ სიბრტყეზე განხილვა ყოველგვარ აზრს მოკლებულია. მქონდა მოლოდინი, რომ რაიმე ხელშესახებს გავიგებდი დღეს, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა.

იურისტის თქმით, მან შეხვედრაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის საფრთხეზე ისაუბრა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ამგვარ ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება. 

„რეალურად გავიგეთ რა ფარული ზრახვები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რაც შეხვედრის მეორე ნაწილში ცხადი გახდა“, - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მშვნიერაძემ, GDI-დან.

მისი თქმით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, ცილისწამებისთვის მტკიცების ტვირთის შეცვლაზე ფიქრობს.

„რაც ნიშნავს, რომ თუკი დღეს მოსარჩელე, ის პირი, ვინც მიიჩნევს რომ ცილი დასწამეს, ამტკიცებს სასამართლოში, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ფაქტი არის არასწორი და ასე ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი პატივის და ღირსების შელახვა.

ახლა კი მოიაზრება, რომ მტკიცების ტივრთი შეიძლება გადავიდეს მეორე მხარეზე. ეს იქნება ძალიან ცუდი და ჟურნალისტური საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების დამაზიანებელი. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ იდეებია და განხილვა არ დაიწყება“, - თქვა მშვენიერაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის თქმით, ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ გამართული შეხვედრა პრეზიდენტმა მისალმების შემდეგ დატოვა.
„არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ არ მოხდება სისხლის სამართლის მიმართულებით გამკაცრება და ცილისწამების გამო ვინმე ციხეში არ წავა. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იმ ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. აი ამ ორი ძირითადი რამის გარდა, მე პირადად ახალი ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრიდან.
ცოტა უცნაური ფორმატი იყო იმიტომ, რომ ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ მოსაზრებებს, ჩვენ კი არ ვიცოდით რაზე გამოგვეთქვა მოსაზრებები, რადგან ეს ინციატივა ჩვენგან არ წამოსულა“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატა ძველიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^