Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისის ხეობაში აქცია იმართება

02 თებერვალი, 2019 14:57

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა ხეობას და მის მცხოვრებლებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

„ეს არის ჩვენი ცხოვრების ხერხემალი. ეს არე-მარე, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ. დამთავრდეს ჰესის მშენებლობის საქმე. მოვუწოდებთ კომპანიას, ნუ გვიმტრობს ქისტ ხალხს“, - ამბობენ ხეობის მცხოვრებლები.

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი წლებია, აპროტესტებს. ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობამ ბოლოს კრება 29 იანვარს გამართა. კრების შემდეგ, როგორც აქტივისტებმა თქვეს, პოლიციამ უხუცესები განყოფილებაში დაიბარა და მათზე ზეწოლა სცადა.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ მიაკითხა და კახეთის სამხარეო პოლიციაში წაიყვანა ჰესის მშენებლობის იდეის მოწინაადმდეგე უხუცესები, ვინც იქ აზრი ღიად დააფიქსირა.

იქ მყოფი ის აქტივისტები არ დაუბარებიათ, რომლებსაც მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ.

არ ვიცი ასე ოპერატიულად როგორ მოქმედებენ, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ასეთი უხეში დარღვევა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას“, - წერდა Facebook-ზე სათემო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის თანამშრომელი სულხან ბორძიკაშვილი 29 იანვარს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^