Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია: ივანიშვილი ემხრობა პოზიციას, რომ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნონ

02 თებერვალი, 2019 19:05

საპრალმენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება პოზიციას, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს.

„რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია დღეს არავისგან. ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თუმცა, ეკა ბესელიას თქმით, დღეს უმრავლესობაში ვერ შეჯერდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურაზე. მისი თქმით, უმრავლესობაში არის ორი განსხვავებული ხედვა, თავად კი სურს, რომ მოსამართლეთა მთავარი შემრჩევი პარლამენტი იყოს.

„არსებობს ორი განსხვავებული ხედვა, მე ამ ხედვას, რაც მაქვს მე და რასაც იზიარებს ბევრი ადამიანი, რაზეც ვსაუბრობდი, ეს არის გრძელი სიის წარმოდგენა და პარლამენტმა აიღოს თავის თავზე მთავარი გადაწყვეტილების მიმღების და მთავარი შემრჩევის როლი და რომ პარლამენტი იყოს ის ორგანო, სადაც მოხდება ამ დიდი სიის გაცილებით უფრო მეტი ადამიანის განხილვა, ვიდრე არის ვაკანსია უზენაეს სასამართლოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ დავაზღვიოთ პროცესი, რომ იუსტიციის საბჭოს, რომელსაც არ აქვს დღეს სანდოობა, არ იყოს რეალურად ბარიერის შემქმნელი ამ პროცესში და ის იყოს მხოლოდ იმ კონსტიტუციური როლის შემსრულებელი, რაც მას აკისრია“, - თქვა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში შეთანხმდნენ იმ ძირითად პროცესზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება.

„დღეიდან პროცესი გაგრძელდება სრულად სამართლებრივ ჩარჩოში, საკონსიტუციო პრინციპებსა და იმ კანონმდებლობასთა შესაბამისობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის უზენაეს სასმართლოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და უფლება-მოვალეობებს“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ასე „სამართლებრივ ჩარჩოში“  შეჯერდებიან იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცესს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^