Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეთრიწყაროს „დათვების ტყეში" 40 ძირამდე ხე უკანონოდ გაჩეხეს

04 თებერვალი, 2019 13:31

თეთრიწყაროში, ე.წ. დათვების ტყეში 40 ძირამდე ხე უკანონოდ გაჩეხეს. შესაბამისი ფოტომასალა ინტერნეტში მოქალაქემ გაავრცელა.

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსმა მირიან ოქროპირიძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ მოჭრილია დაახლოებით 38 ძირი წიფელი და რცხილა.

„უკანონო ჭრა არის, შესაბამისი აღრიცხვის უწყისები გაკეთებულია. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მერე გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ტყეში მოჭრა ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას. ამას დაემატება ზიანი რომელიც [გათვალისწინებულია] ამა თუ იმ ჯიშის მოჭრისთვის" - უთხრა „ლიბერალს" ოქროპირიძემ „ლიბერალს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^