Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუდიაშვილი და სხვა ნამუშევრები - რამდენ ფერწერულ ტილოს ფლობს მამუკა მდინარაძე

05 თებერვალი, 2019 12:40

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ ქონებრივი დეკლარაცია ერთი თვის წინ გაანახლა. მამუკა მდინარაძემ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში 66, 906 ლარი გამოიმუშავა. 

მამუკა მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია თბილისის მერიაში იყო დასაქმებული, ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მომსახურების ცენტრის უფროსის პოზიციაზე თითქმის ორი თვე (01.01.2018-დან 22.02.2018-მდე). ამ პერიოდში მან  ანაზღაურების სახით 3 500 ლარი მიიღო. ხოლო 2018 წლის 22 თებერვლიდან  ააიპ - „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პოზიციაზე მან  30,900 ლარი გამოიმუშავა. 

მამუკა მდინარაძე ფლობს ასევე ფერწერულ ტილოებს. დეკლარაციის მიხედვით, 2010 წელს შეიძინა ლადო გუდიაშვილის ტილო, რომლის ღირებულებაც 16,000 ლარია. 2013 წელს ეკატერინე ბაღდავაძის ფერწერული ტილო შეიძინა 8000 აშშ დოლარად, ხოლო 2014 წელს ასევე ეკატერინე ბაღდავაძის ორი ფერწერული ტილო შეიძინა - ერთი 15 000 დოლარად, მეორე ტილო 12 000 დოლარად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^