Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს - კობახიძე სასამართლო სისტემაზე

05 თებერვალი, 2019 22:51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2013 წელს იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ სასამართლოს შემადგენლობას არ შეეხო და მხოლოდ შინაარსობრივად შეცვალა სისტემა. ამის შესახებ კობახიძემ „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ეწინააღმდეგებიან, 2012 წლის შმდგომ მათ მიერ განხილულ ვერც ერთ პრობლემურ საქმეს ვერ ასახელებენ. 

„ერთი საქმე დაგვიდეთ 2012 წლის შემდეგ. როცა საუბარია დღეს არსებულ კლანზე, ვეკითხებით, ეს ხალხი რას აფუჭებს დღეს? ... რა ნდობა უნდა ჰქონდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოებას, როცა გამოდის ყოველ დღეს მილიონი ადამიანი და მუდმივად საუბარია კლანსა და უბედურებაზე. რეიტინგი უნდა შეიქმნას ობიექტური მოცემულობით. ერთი ქეისი ვერ დაუსახელებიათ სასამართლოსთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსთავი 2 და პოლიტპატიმრები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი,-„100%-ით გეთანხმებით რომ სასამართლო სისტემა 2012 წლამდე იყო უვარგისი, ადეიშვილი რასაც ეტყოდა იმას აკეთებდა ...იყო მანამდე მილიონი ცუდი ქეისი და ახლა არცერთი არ არის. ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა სისტემა ადამიანების ცვლილების გარეშე, ადამიანები რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცეებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცეებს, ამაშია საქმე“.

ჟურნალისტის კითხვაზე უნდა აგონ თუ არა ამ მოსამართლეებმა მორალური პასუხი მაინც, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი უნდა გაივლოს და გერმანიის მაგალითი მოჰყავს:

„გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ პასუხისმგებლობა ლიდერებისთვის დაეკისრებინათ და მცირე დონის მოხელეებისთვის, მათ შორის მოსამართლეებისთვის არა", — განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო სასამართლოს სისტემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, რომ ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ...
21 აპრილი
21 აპრილი

გახარია: სპეცრაზმი ხეობას დატოვებს, გაძლ ...

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, ს ...
21 აპრილი
21 აპრილი

მოსახლეობის 90% თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ...

გიორგი გახარია და მთავრობის წევრების შეხვედრა პანკისში აქციის მონაწილეებთან დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გ ...
^