Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►„ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოს კლანთან - აქცია უზენაეს სასამართლოსთან

06 თებერვალი, 2019 12:09

საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან გაერთიანებულები, ამ წუთებში უზენაესი სასამართლოსთან აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" გუშინდელი რეზოლუციის საპასუხოდ განცხადებას კითხულობენ.

„დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 კაციან სიას, ასევე კლანის ლიდერების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი და იურისტი ვახტანგ მჭედლიშვილი:

გუშინ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ სასამართლოს სისტემის შესახებ განცხადება გაავრცელა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აპრილი
18 აპრილი

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქ ...

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა 2019 წლის მონაცემები, ...
18 აპრილი
18 აპრილი

გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბ ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესა ...
18 აპრილი
18 აპრილი

აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის ...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძ ...
^