Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს მოითხოვს, ამოღებული ნარკოტიკი განადგურების ნაცვლად საწვრთნელი და კვლევითი მიზნით გადაეცეთ

06 თებერვალი, 2019 13:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა და მოითხოვს, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, განადგურების ნაცვლად, შუამდგომლობის საფუძველზე, მის სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენების შესაძლებლობას.

როგორც განმარტებით ბარათში შსს აღნიშნავს, სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო კვლევისათვის ვარგისი მასალის შეძენა დაკავშირებულია როგორც თავად ხარისხიანი ნივთიერებების მოპოვების სირთულესთან, ასევე საამისოდ აუცილებელი ხარჯის გაწევასთან.

„გამოძიების ხარისხის ამაღლებისა და დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს კინოლოგიური სამსახურებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების გადაცემის შესაძლებლობის არსებობა. პროექტის მიღების შედეგად დაიზოგება კინოლოგიური სამსახურების ფინანსური ხარჯი. ამასთან, ეფექტიანობის თვალსაზრისით, გაცილებით შედეგიანია წვრთნის დროს ნამდვილი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება. მოცემული ცვლილებები აამაღლებს როგორც დანაშაულის გამოძიებაში, ისე მის პრევენციაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტიანობას“, - წერს შსს.

ამავე საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ასევე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით,  სამართალდამცავ ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება, კონტროლირებადი მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან ობიექტით. გარდა ამისა, კონტროლირებადი მიწოდების ცნება დაუახლოვდა „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციაში არსებულ განმარტებას. პროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი მიწოდება. 

ასევე, პროექტის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკონტროლო შესყიდვის დროს განახორციელონ მომსახურების შეძენა ან შეძენის სიტუაციის შექმნა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა - 143 ტერცია მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ან განხორციელების სიტუაციის შექმნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^