Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გეგა გეგეშიძე: არც ჩემი საქციელი იყო კარგი და არც სპორტსმენის

07 თებერვალი, 2019 12:34

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თქმით, არც მისი საქციელი იყო კარგი, არც სპორტსმენის და დროა, ფედერაციაში დაპირისპირება დასრულდეს.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან, შეხვედრის შემდეგ გეგეშიძემ თქვა, რომ გაიმართება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზეც, დარჩება თუ არა ფედერაციის პრეზიდენტად.

„ვისაუბრეთ მე და ბატონმა მიხეილმა. ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე და გადავწყვეტთ ყველაფერს.

რა თქმა უნდა, ვნანობ. ეს არ არის კარგი. ამას მოჰყვა გამოხმაურება. არ არის არც ჩემი საქციელი კარგი, არც - სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს აისახება ჩვენს ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ და უნდა მოვრჩეთ ამ კინკლაობას“, - თქვა გეგა გეგეშიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^