Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GQ-მ დემნა გვასალია მოდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ხუთეულში დაასახელა

07 თებერვალი, 2019 16:01

საერთაშორისო ჟურნალმა GQ-მ მოდის სფეროში 50 ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაასახელა. მე-5 ადგილს დემნა გვასალია იკავებს. 

„ვინ არის ყველაზე გავლენიანი? სიმართლე არავინ იცის. სიები სუბიექტური და პოლიტიკურია. ასე რომ, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს, თუ თვქენი სახელი/ბრენდი/ბოსი სიაში ვერ მოხვდა. ეს უფრო სახალისოა“, - წერია სტატიაში. 

სტატიის ავტორი დემნა გვასალიას შემოქმედებას კომპლექსურს, ინტელექტუალურსა და ორიგინალურს უწოდებს.

პირველ ადგილზე Dior-ის დიზაინერი კიმ ჯონსია, მეორე ადგილზეა ლუი ვიტონის არტდირექტორი ვირჯილ აბლო.

სიაში დემნა გვასალია წინ უსწრებს GUCCI-ის არტდირექტორს ალესანდრო მიკელეს, გოშა რუბჩინსკის, „სელინის“ კრეატიულ დირექტორს ჰედი სლიმანს, ნაომი კემპბელს, რიანასა და კანიე ვესტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^