Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ქეთი მურისიძეს 8 წელი მიესაჯა

07 თებერვალი, 2019 18:27

12 მაისს დაკავებულ ქეთი მურუსიძეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გასაღება ედებოდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი დღეს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გამოიტანა.

რაც შეეხება თაღლითობის მუხლს, მოსამართლემ ის თაღლითობის მცდელობად გადააკვალიფიცირა და 2 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ქეთი მურუსიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„პარაცეტამოლის საქმე“ - 12 მაისს კლუბებში ნარკორეალიზაციის საქმეზე ბრალდებულის შესახებ

ქეთი მურუსიძე 12 მაისის კლუბებში სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ის პირია, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს. 

ქეთი მურუსიძისა და იმ დღეს დაკავებული კიდევ 4 პირის საქმეში ფიგურირებს აგენტი სოლომონ მათიკაშვილი.

მურუსიძისგან მან სულ 5 საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 3 შემთხვევაში „ამოღებული“ ნივთიერება არა ნარკოტიკი, არამედ ფლუკოლდი [პარაცეტამოლი] აღმოჩნდა.

ამ 3 შემთხვევაზე მურუსიძეს გამოძიებამ ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენა -  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება. 

რაც შეეხება დანარჩენ 2 შემთხვევას, მურუსიძის დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევაშიც მურუსიძემ აგენტს, ანუ სოლომონ მათიკაშვილს პარაცეტამოლი მიჰყიდა, თუმცა აგენტმა ის გამომძიებელთან მიტანამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ით ჩაანაცვლა. დაცვის მხარის პოზიციით, ვინაიდან მათიკაშვილმა წინა 3 შესყიდვის დროს გამოძიებას ნარკოტიკების შესყიდვის ფაქტი ვერ წარუდგინა, მან ერთგვარი საყვედური მიიღო და შემდეგი 2 შესყიდვისას ამიტომაც ჩაანაცვლა პარაცეტამოლი MDMA-ით.

_____________________________________

ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს სულ 8 პირი დააკავეს. ამ ეტაპზე ასევე ცნობილია 8 ბრალდებულიდან ხუთის განაჩენი. სასამართლომ მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^