Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს - მიხეილ ბატიაშვილი

07 თებერვალი, 2019 18:08

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საუბრობს. 

მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტების სისტემა გაუქმდება. 

მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. 

„მინდა გითხრათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული.  მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული. ინტენსიურად მიდიოდა კვლევა და მსოფლიო ბანკი უკვე ასრულებს მუშაობას ამაზე, მაგრამ პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე .

რჩება ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ, მაგრამ მეორე მოდელი, რესურსი, რომელიც მიედინებოდა  უნიერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, ეს გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რის მიხედვით უნდა მოხდეს უნივესიტეტების სტიმულირება. ეს გამოსასწორებელი იყო და ერთ თვეში დავასრულებთ ამაზე მუშაობას, "- განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^