Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

200-მდე სოცმუშაკმა კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში წერილი შეიტანა

08 თებერვალი, 2019 15:49

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული 200- მდე სოციალური მუშაკი წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს და სახელმწიფოსგან სოციალური პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს.

სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს წერილი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე.

სოციალური მუშაკების ძირითადი მოთხოვნაა, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და აღნიშნულის პარალელურად სოციალური მუშაკებისთვის მინიმალური შრომითი სტანდარტების შექმნა.

წერილის შეტანის შემდგომ, სოციალური მუშაკებმა საკუთარ მოთხოვნები გააჟღერეს სხვადასხვა უწყების მიმართ. სოციალური მუშაკების მიერ დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები უახლოეს მომავალში გაიფიცებიან.

სოციალური მუშაკების მოთხოვნებს იზიარებენ და უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW). 

ნუცა ოდიშარიაჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი :

 

ნინო ლეკიშვილი, გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი:

 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ნანა გოჩიაშვილი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^