Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბორჯომში უძველესი თაფლის აღმოჩენაზე ინფორმაცია არ აქვს

08 თებერვალი, 2019 14:19

facebok-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორჯომში, საკირეს ხეობაში არქეოლოგიური გათხრებისას რამდენიმე წლის წინ თაფლი აღმოაჩინეს. კვლევების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში ნაპოვნი თაფლი 5500 წლისაა და მსოფლიოში უძველესია.

ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არ დაუდასტურეს. სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამსახურს ამ აღმოჩენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ასევე უცნობია, თუ ვინმეს ეკუთვნის ეს აღმოჩენა, სად გაიარა მან ლაბორატორიული შემოწმება.

„არ არის სიმართლესთან ახლოს. საეჭვოა, საერთოდ თუ იყო ეს აღმოჩენა, სად გაიარა ლაბორატორიული შემოწმება. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, გაიარა თუ არა მან ლაბორატორიული კვლევა. ეს არ ჰგავს კვალიფიციურ ინფორმაციას“, - უთხრეს „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

Facebook-ის მომხმარებლები წერენ, რომ თაფლის რამდენიმეწლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა მისი ასაკი - 5500 წელი. მათი მტკიცებით, მეცნიერები ადასტურებდნენ იმასაც, რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრის და არა ველურის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^