Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაჭვლიანი, შენგელაია, ხალვაში - კინოცენტრის კონკურსის I ტურის შედეგები ცნობილია

09 თებერვალი, 2019 23:16

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები გამოაცხადა.  

ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 21 პროექტი. 

კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც დააგროვა 145 ქულა და მეტი (სულ 8 პროექტი):

1.,,სად მიდის ლიზა (ქართულ–აფხაზური დღიურები)” (პროდიუსერი – შპს „N&N’’ ნანა ჯანელიძე, რეჟისორი – ნანა ჯანელიძე , სცენარის ავტორი – ნანა ჯანელიძე,ლია ტოკლიკაშვილი)-166 ქულა.
2.,,თხილი” (პროდიუსერი – შპს ,,კინო იბერიკა” ლევან კოღუაშვილი , რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი, სცენარის ავტორი – ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე)-164 ქულა.
3. ,,ცივი ღრუბლები”(პროდიუსერი -შპს ,,20 Steps Productions’’ ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – კახაბერ კიკაბიძე, სცენარის ავტორი – კახაბერ კიკაბიძე)-162 ქულა.
4. ,,ტერცო მონდო“(პროდიუსერი – სს ,,ქართული ფილმი’’ ხათუნა ხუნდაძე, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი , სცენარის ავტორი – მერაბ კოკოჩაშვილი)- 158 ქულა.
5. ,, ვისია უშბა?”(პროდიუსერი – შპს ,,თეთნულდი’’ იოსებ ჯაჭვლიანი, რეჟისორი – იოსებ ჯაჭვლიანი, სცენარის ავტორი – იოსებ ჯაჭვლიანი, ირაკლი სოლომანაშვილი, თამარ ბართაია)- 156 ქულა.
6. ,,ბალიაური”(პროდიუსერი – შპს ,,Film Asylum’’ვალერიან კირკიტაძე, რეჟისორი – დავით ჯანელიძე , სცენარის ავტორი – ვაჟა გიგაშვილი) – 149 ქულა.
7.,,გზები და გზაჯვარედინები“(პროდიუსერი – შპს ,,ცისფერი მთები’’ ნელი შენგელაია, რეჟისორი – ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი – ელდარ შენგელაია, ამირან დოლიძე)- 148 ქულა.
8. ,,ადგილის დრო“(პროდიუსერი – შპს ,, ბათუმის საავტორო ფილმების დამოუკიდებელი სტუდია’’ ზაზა ხალვაში, რეჟისორი – ზაზა ხალვაში, სცენარის ავტორი – ზაზა ხალვაში)-145 ქულა. 

გასაუბრება მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებთან ჩატარდება 2019 წლის 11 თებერვალს. 

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება. 

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად. 

საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი. ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 2 (ორ) პროექტს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^