Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ მეფის ხიდთან ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

10 თებერვალი, 2019 1:17

დღეს თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, ავტოავარია ორ მსუბუქ ავტომობილს შორის მოხდა.

გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^