Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს - მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებს მიმართა

10 თებერვალი, 2019 22:57

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან შეხვედრის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. 

“ხალხი ჩამოვიდა ძალიან შორიდან თვითმფინავებით, ავტობუსებით, რათა შევხვდეთ და ჩვენი სამშობლოს ბედზე ვიმსჯელოთ. თქვენ ნახეთ, ევროპის ცენტრში ჩვენ იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა. თვალთვალი სანქციის გარეშე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება, მით უმეტეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია ამ ხალხს გაესაუბრება და ევროპაში მეორედ აღარ შემოუშვებენ, - " განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ლიეჟში „თანამემამულეთა მსოფლიო კრების“ დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მიხეილ სააკაშილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია უნდა მოამზადონ. 

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი ბელგიის პროვინცია ლიეჟში თანამემამულეთა მსოფლიო კრებას აანონსებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^