Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს

11 თებერვალი, 2019 12:08

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ანგარიშზე „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძირითადი პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია.

„წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ექვს რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი, რის გამოც, ბავშვები ვერ იღებენ სასმელი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც სწავლის განმავლობაში უნდა მიიღონ. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებში. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ დასწრებას”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^