Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზარდიაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: ეს შეიძლება იყოს „ოცნებიდან“ პორტირებულების ინტერესში

11 თებერვალი, 2019 12:52

„ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი. მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის ეკა ბესელიაცაა, მოითხოვს, რომ გამოძიება ბოლომდე წარიმართოს და საზოგადოებამ იხილოს გამოძიების შედეგები.

რაც შეეხება კითხვას, რომ ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების გავრცელების ინტერესთან დაკავშირებით „ნაციონალებიდან“ პორტირებულებზე საუბრობს, ზარდიაშვილი აცხადებს, რომ „ამ კადრების გავრცელება შედის ალბათ „ნაციონალების“ ინტერესში და პორტირებულებს თუ ვეხებით, ეს შეიძლება იყოს „ოცნებიდან“ პორტირებულების ინტერესში“.

„არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაქსიმალური თანამდებობა რაც მე მეკავა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ეს იყო განყოფილების უფროსი. მათ შორის ჩვენს გუნდში ნახავთ უფრო დიდი თანამდებობის პირებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მუშაობდნენ. შესაბამისად, რაიმე ფორმით დაკავშირება 7 წლის წინანდელ ისტორიასთან [არამგონია სწორი იყოს]“, - ამბობს ზარდიაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^