Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინაშვილი: დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და პირობას გაძლევთ, სააკაშვილს დავაკავებ

11 თებერვალი, 2019 18:44

ბელგიაში, ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრას ემიგრანტებთან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. ინაშვილის თქმით, გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილს კი, თუ გენერალურ პროკურორად დანიშნავენ, ერთ კვირაში დააკავებს და საქართველოში ჩამოიყვანს.

„მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ დააკავონ მიხეილ სააკაშვილი. რამდენი ბრალი აქვს წაყენებული, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. 

ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ NDI უწერს აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში, რომ „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. 

ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც სააკაშვილთან შეხვედრას აპროტესტებდა, აცხადებდა, რომ შეხვედრაზე დასწრება სურდათ, თუმცა  ამის უფლება არ მისცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 თებერვალი
17 თებერვალი

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა" - აქციები ...

ქალაქ ბათუმისთვის ავთენტური იერსახის შენარჩუნების მოთხოვნით თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.  აქცი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

სააკაშვილი: გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, რ ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ 99%-ით ქართველი ...
17 თებერვალი
17 თებერვალი

:პრემიერი: TBC-ის თემის ანაკლიის პორტთან ...

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, „თიბისი ბანკის" იგრგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან და ...
^