Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლის ინსპექტირებაზე, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

11 თებერვალი, 2019 20:49

პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

„ლიბერალს" პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებენ პროკურატურაში.

.............

ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული და 9 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა.

რის გამო მიიჩნია სამინისტრომ ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილად - ინსპექტირების დასკვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^