Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობენ" - გიორგი ფუტკარაძემ „მაესტრო" დატოვა

11 თებერვალი, 2019 21:50

ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ფუტკარაძემ არხი დატოვა. 

Facebook-ზე ფუტკარაძე წერს, რომ ტელეკომპანიის დატოვების მიზეზი ჰოლდინგის ხელმძღვანელობის „სხვა გეგმები" გახდა, რაც მისთვის საინტერესო აღარ არის. ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ მისი და „მაესტროს" გზები გაიყო.

„ამ წუთიდან ჩემი და ტელეკომპანია "მაესტროს" გზები გაიყო. 
რთული პერიოდი გამოვიარეთ მაესტროს გუნდთან ერთად.
ეს იყო პოლიტიკურ რთული დღეებიც და, შესაბამისად, ნიუსურადაც. 
ვინც ამ პროფესიის ფასი იცის, ისიც იცის რა ადამიანური ფასი აქვს ყოველ დღეს და გათენებულ ღამეებს, მაგრამ ადამიანების შრომამ შექმნა შედეგი, რომლითაც ვიამაყებ და რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში დაუვიწყარია. 
ჩვენ შევძელით, რომ წელიწადნახევარი გვეკეთებინა არხი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემდა ახალ ამბებს. გვეჩვენებინა მოვლენები სწრაფად, ხანდახან ყველაზე სწრაფად და რაც მთავარია ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. 
ეს იყო 13 872 საათი ეთერში, ათობით სტუმარი ყოველდღე და ათი ათასობით ამბავი ჯამში. ეს არ იყო მარტივი, თუმცა, ყველა დაგლეჯილი ნერვის საპირწონე, კარგი ეთერია და ასეთი მართლა ბევრი იყო. 
რთული მისია გამოდგა, მაგრამ მაესტროს გუნდმა ეს შეძლო. 
მადლობა ყველა მათგანს, ვინც ეთერში იყო და ვინც კადრს მიღმა, რომ არა ეს ადამიანები, არაფერი გამოვიდოდა. 
ახლა ჩემი წასვლის დროა, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელობა არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც ჩემთვის საინტერესო აღარ არის.
თუმცა, მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის და წელიწადნახევრიანი თავგადასავლისთვის. ჰო, ახალ ამბებში ყველა დღე თავგადასავალია.
და მადლობა მაყურებელს, მათ ვინც ამ შრომის შემფასებელიცაა და დამფასებელიც. 
პ.ს. ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს,
ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა,
რადგან ახალი ამბები ხომ არასოდეს სრულდება" - წერს ფუტკარაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^