Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2023-2024 წლებში შესაძლოა, „ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა" დაინერგოს

11 თებერვალი, 2019 23:45

2023-2024 წლებში შეიძლება ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა დაინერგოს, რომელშიც საგანი და უნარები კომბინირებული იქნება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, გარდა ამ ცენტრალიზებული გამოცდისა, შესაძლოა იყოს სამოტივაციო წერილის, პროექტის კომპონენტი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს.

„თუმცა ეს არის შორეული პერსპექტივა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და ეტაპობრივად დავგეგმეთ და წავიდა წინ ყველაფერი, ისე როგორც დაგეგმილია, შესაძლებელია 2023-2024 წლისთვის ამ მოდელზე გადავიდეთ" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელიც გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კვლევის შედეგები, ერთ-ერთი წყაროა, რომელზე დაყრდნობითაც გამოცდების სისტემის რეფორმა დაიგეგმა,- კერძოდ, გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, სავალდებულო გამოცდათა ნუსხიდან კი მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა.

რატომ აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო - რა აჩვენა კვლევამ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიე ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინს ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მო ...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე &n ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

არხანგელსკის ბირთვული ინციდენტი

8 აგვისტოს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, არხანგელსკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგებ ...
^