„რუსთავი 2-ის" ცნობით, წყნეთში მუნიციპალური ტრანსპორტი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. დაშავებულია 5 მგზავრი.
„გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. ავტობუსი შემოწმებული იყო“, -ამბობს ავტობუსის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.