Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება

12 თებერვალი, 2019 13:31

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას გეგმავს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზიტი17-19 თებერვალს იგეგმება.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24-სა“ და სხვა მედიასაშუალებებთან.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საფრანგეთის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი, 20-21 თებერვალს სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^