Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი ქუთაისში პარლამენტის შენობის საკონფერენციო სივრცედ გადაკეთების იდეით გამოდის

12 თებერვალი, 2019 13:54

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა პროექტის დათვალიერებასთან ერთად გამოთქვა ინიციატივა, რომ პარლამენტის უკვე ყოფილმა შენობამ საერთაშორისო საკონფერენციო ფუნქცია შეიძინოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ისაუბრა.

„იმერეთში გამოითქვა პრეზიდენტის ინიციატივა ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობისათვის საერთაშორისო საკონფერენციო ფუნქციის შეძენის თაობაზე. რაც არა მხოლოდ მხარისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, არამედ ამ მხარის ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პარლამენტი ქუთაისიდან ცოტა ხნის წინ გადმოვიდა და 2019 წლის საგაზაფხულო სესია თბილისში დაიწყო. ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფუნქციას შეიძენს პარლამენტის შენობა ქუთაისში, სადაც საკანონმდებლო ორგანო 2012 წლიდან მოქმედებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^