Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ შენობა იერსახეს ამახინჯებს, გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე დაჯარიმდება - პროექტი

12 თებერვალი, 2019 19:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავტორობით პარლამენტში კანონპროექტია ინიცირებული.

დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე.

განმარტებით ბარათში წერია, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები.

„ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება მისცეს მესაკუთრეს მითითება, რომლითაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნულის ცხადყოფს, რომ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა, მოახდინოს არსებული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, ან დემონტაჟი და მხოლოდ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდება", - ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროექტით დგინდება ჯარიმა, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მითითებას - ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით, გარდა აღნიშნულისა თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში 200 ლარით.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ცვლილების მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის ინტერესების ან საკუთრების უფლების ხელყოფა. „კანონმდებლის მიზანია, ხელი შეუწყოს მესაკუთრეს აღადგინოს დაზიანებული შენობა-ნაგებობა, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი დემონტაჟი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანებული შენობა-ნაგებობის გამო ზიანის მიყენების რისკი".

საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების დასაბუთებისთვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებობს საკმაო რაოდენობის შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს შეკეთებას (რემონტს), რეკონსტრუქციას, აღდგენას ან/და დემონტაჟს.

„ამ ტიპის შენობების არსებობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს, პრობლემურია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: უპირველეს ყოვლისა, ისინი აფერხებენ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება მიმდებარე ტერიტორიით ინვესტორის დაინტერესება შენობის არსებობის ან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ასევე პრობლემურია ამგვარი შენობების არსებობა ტურისტულ ზონებში, ვინაიდან ტურისტული ობიექტები წარმოადგენს ქვეყნის სახეს. საქართველოში კი ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ასევე ზრდის ტურისტული ზონების ასათვისებელ არეალს. იმისთვის რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განვითარდეს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ტურისტულ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვანია სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამ ტიპის შენობების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში მყოფი ვიზიტორების მხრიდან უარყოფითი შეფასებები ამ მიმართულებით", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^