Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესის გულშემატკივარი მურთაზა აჰმადი პოპულარობის შემდეგ ავღანეთში თალიბანის სამიზნე გახდა

14 თებერვალი, 2019 16:42

ლიონელ მესის 7 წლის ავღანელ გულშემატკივარს სამშობლოში რთული პირობები აქვს. მურთაზა აჰმადი მესის 10-ნომრიანი მაისურის ნაცვლად, ცელოფნით შემოსილი თამაშობდა ფეხბურთს და ცნობილიც ასე გახდა. ახლა კი, როგორც CNN წერს, პოპულარობამ ბიჭის სიცოცხლესაც კი შეუქმნა საფრთხე.

„მსოფლიო აღიარება ნებისმიერი 7 წლის ბავშვისთვის რთული გასამკლავებელია. ავღანეთში კი მან შესაძლოა, სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე“, - წერს CNN.

მურთაზას პრობლემები 2016 წელს დაიწყო. ცელოფნით გადაღებული ფოტო სწორედ იმ წელს გავრცელდა. ცელოფანი ლურჯ და თეთრ ზოლებში, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფერებში იყო. ზედ კი ბიჭს მესის გვარი და ნომერი ხელით ჰქონდა მინაწერილი.

ფოტო ინტერნეტს მოედო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ბოლოს კი მურთაზას ოცნება აუხდა, მის კუმირს ლიონელ მესის შეხვდა და ავტოგრაფი მიიღო. მას მერე აჰმადს ყველა იცნობს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მას უკვე აღარ სურს.

ღაზნის რეგიონში, სადაც მურთაზა აჰმადი ცხოვრობდა, მოგვიანებით თალიბანი შეიჭრა და ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა. მას შემდეგ აჰმადების ოჯახის შევიწროება დაიწყო.

„თალიბანი ჩვენს ნათესავებს ხოცავდა და ჩხრეკდა სახლებს. აჩერებდნენ მანქანებს და ხოცავდნენ მის მგზავრებს. თალიბანი არა მარტო ფეხბურთის თამაშს, გარეთ გასვლასაც გვიკრძალავს. გამუდმებით მესმოდა ტყვიამფრქვევების, ავტომატებისა და რაკეტების სროლის ხმა. ვისმენდით ხალხის განწირულ ყვირილს“, - ჰყვება მურთაზა CNN-თან.

დედამისი იმასაც ამბობს, რომ ოჯახის შევიწროება არა მარტო თალიბანმა, სხვა ჯგუფებმაც დაიწყეს. „ისინი ფიქრობდნენ, რომ მესიმ ბიჭს ბევრი ფული აჩუქა. ჩვენ მისი სკოლაში ტარებაც შევწყვიტეთ“, - ამბობს ბავშვის მშობელი.

უსაფრთხოების მიზნით, მამამისმა მურთაზა დედასთან ერთად თავიანთი პროვინციიდან ქალაქ ბამიანში წაიყვანა, თავად კი უკან დაბრუნდა. მოგვიანებით, ბიჭი და დედამისი ქაბულში გაიქცნენ და ახლაც იქ არიან. ფეხბურთსა და მესიზე შეყვარებული პატარა ბიჭი უსაფრთხოდ თავს ვერც დედაქალაქში გრძნობს. აჰმადების ოჯახს აქაც დამალვა უწევთ. მათ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ სუნიტურ ქვეყანაში შიიტური რელიგიის მიმდევარი მცირე ჯგუფს წარმოადგენენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^