Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტორბოლა მრავალშვილიანი დედებისთვის - მთაწმინდის გამგეობა ტენდერს აცხადებს

14 თებერვალი, 2019 23:09

დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის გამგეობამ მრავალშვილიან დედათა ავტორბოლის ორგანიზების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 500 ლარია. 

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით ღონისძიება უნდა გაიმართოს არაუგვიანეს 8 მარტისა. 

„მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან ქ. თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი (ესკორტი გაივლის ყველა წესების დაცვით). ესკორტს წინ გაუძღვება 12 კაციანი ორკესტრი“, - ვკითხულობთ შესყიდვის ობიექტის აღწერაში. 

მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შემსყიდველი შეარჩევს.

„ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მიმწოდებელმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩაუტაროს საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემათ საჩუქრები

მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა.
ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ“, - წერია დოკუმენტში. 

ტენდერში გათვალისწინებულია 250 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი პირველი ადგილოსნისთვის; 200 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მეორე ადგილოსნისთვის; 150 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მესამე ადგილოსნისთვის (პარფიუმერიის მაღაზია შემსყიდველთან შეთანხმებით) 100 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი 12 მონაწილისთვის; 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^