Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორც ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ვფიქრობ, რომ TBC არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის - გახარია

15 თებერვალი, 2019 12:35

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გახარიას კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, როგორც ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ფიქრობს რომ TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის „TBC ბანკის" ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე ეს რეგულატორს, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია". - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

TBC დავას სასამართლოში გააგრძელებს - ეროვნული ბანკი ხაზარაძე-ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს


ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერებას ითხოვს. თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე“.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“.

თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია რომ დავას სასამართლოში გააგრძელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^