Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 15:18

საქართველოს ბანკი, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობას იწყებს. 

„რედკოსა“ და „ანაგს“ შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია „ანაგი“ განახორციელებს დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მიმდინარე და ახალ პროექტებს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ასევე, ადგილობრივი სამშენებლო სექტორის და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

„რედკო ზრუნავს საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო“,- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა, რედკოს გენერალურმა დირექტორმა.

“ანაგი 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, ბათუმის ჰილტონი, თბილისი გარდენსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორც რედკო და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ  ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ  განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა, ანაგის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^