საქართველოს მთავარი პროკურატურა „ლიბერალთან" საუბრისას უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო დახურულ ბაზაში მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებლად და კრიმინალად დაარეგისტრირეს. presa.ge-ს ცნობით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ პროკურატურიდან მიაწოდა.
„ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ასეთი ბაზა საერთოდ არ არსებობს და, შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია".
გუშინ ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება მოითხოვა.