Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

15 თებერვალი, 2019 16:00

თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება.

გლდანის ციხესთან ძველ სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოვლინდა. პირველადი ცნობა არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახლომდებარედ მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა.

ღამის განმავლობაში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^