ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით 4 პირია დაკავებული. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მოტაცების მიზანი ქალის ცოლად შერთვა იყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.