Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა, ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული ცენტრი - კვიციანი

15 თებერვალი, 2019 17:49

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, პარლამენტარ ემზარ კვიციანის თქმით, უკვე დაფუძნებულია ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. 

„ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მე ვიქნები ამ ორგანიზაციის ლობი. ეს იქნება ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ემიგრაციაში უამრავი ადამიანი გვყავს, რომელიც არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლებსაც არ უჭირთ და სურთ ვიღაცებს დაეხმარონ. მათ არ აჰქონდათ ამის საშუალება, რადგან არავის შეუქმნია მსგავსი ცენტრი. ამიტომაც მომმართეს მე დასახმარებლად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ბიზნესმენი ემიგრანტები აპირებენ ცენტრის დაფინანსებას,“ - თქვა ემზარ კვიციანმა. 

მისი თქმით, ცენტრი ასევე დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში. კვიციანმა აღნიშნა, რომ ორგანზაცია დაეხმარება იმ დედებს, რომლებსაც ჰყავთ შშმ შვილები. მისი თქმით, მოლაპარაკებები გაიმართება ბანკებთან, რათა უპროცენტო სესხები გაიცეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 

„დავეხმარებით ასევე მრავალშვილიან დედებს, ცენტრის ფინანსებიდან გამომდინარე - პირველ, მეორე და მესამე შვილებზე 20-დან 100-ლარამდე დანამატები გაიცემა. ჩვენ გვექნება შეხვედრა ბანკებთან, რომ უპროცენტო სესხები გაიცეს. გარკვეული სახის სესხი უნდა იყოს გაცემული უპროცენტოდ იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს 3 ბავშვი ეყოლება, სესხის დასაფარ თანხას ცენტრი გადაიხდის,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 მარტი
22 მარტი

მთაწმინდის პანთეონში ძველი საფლავის ქვა ...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ...
22 მარტი
22 მარტი

,ელმავალმშენებელის” ანგარიშზე სახელფასო ...

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ,ელმავალმშენებელი ქარხნის” საბანკო ანგარიშზე, სახელფასო დავალიანებისთვ ...
22 მარტი
22 მარტი

წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღ ...

„მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინ ...
^