Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღვდელი ოჯახში ძალადობაზე: კონფლიქტი და ძალადობა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან

15 თებერვალი, 2019 18:59

„აუცილებელია, რომ საზოგადოება და პირველ რიგში სამართალდამცავები ძალიან კარგად გაერკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა ძალადობა. ეს უნდა გაიმიჯნოს და გაივლოს საზღვარი... კონფლიქტი სხვადასხვაგვარად უნდა დარეგულირდეს, ხოლო ძალადობის შემთხვევები, რა თქმა უნდა, აღიკვეთოს ყველანაირი სიმკაცრით. ეკლესია ამის მომხრეა, რა თქმა უნდა", - ამის შესახებ მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა „კვირის" ოფისში პრესკონფერენციის დროს განაცხადა. 

სასულიერო პირმა ისაუბრა სამების ახალგაზრდულ ცენტრში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, სადაც, მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის, მათ შორის პროკურატურის, განათლების, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ა.შ.

„ყველა ერთად ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლებოდა ძალადობის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეკლესია ჩართულია ამაში და ერთ-ერთი ინიციატორი იყო ამ შეხვედრის", - განაცხადა მღვდელმა გიორგი ფირცხელანმა.

„ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვა პრობლემაც. წარმოდგენილი იყო ოჯახი, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეულია. 3 წვრილი შვილით გოგონას, როგორც ხდება ხოლმე ყველა ოჯახში, კონფლიქტი წარმოეშვა მეუღლესთან. მოვიდა პატრული, მეზობლების გამოძახებული  და ეს ბიჭი აღმოჩნდა ციხეში. რამდენიმე წლით. და ესენი აღმოჩნდნენ უკიდურეს გაჭირვებაში.

ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, კრებს ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ მოძღვარს დაუგროვდა ასეთი შემთხვევები. პირადად მე ჩემს მრევლში 4 შემთხვევა მაქვს ასეთი, რომ ხისტი დამოკიდებულების შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების, ინგრევა ოჯახები და ან რჩებიან უკიდურეს გაჭირვებასა და რთულ მდგომარეობაში.

რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ძალადობის პრობლემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეგულაციები შეიცავეს ხარვეზებს და ეს არის საგანგაშო ხარვეზები", - ამბობს მღვდელი გიორგი ფირცხელანი.

მისივე თქმით, ქვეყანა ისედაც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და „კიდევ ხელოვნურად შეიქმნას რაღაც მიზეზები ოჯახების ნგრევისა, იქნება ძალიან ცუდი".

„ეკლესიას აქვს ვალდებულება, რომ თითოეული მცირე დაიცვას, რადგან ჩვენ გვევალება მათზე ზრუნვა. ასეთი შემთხვევები, რომელიც დამალულია საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვის გახდეს ცნობილი და  შესაბამისად, ეკლესია გაუწევს მედიაციას მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ასეთი შემთხვევები აღმოიფხვრას... ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოუშვან ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც უკიდურესად დაზარალდნენ ამ ყველაფრით. ბოროტება კი არ შემცირდა მათი იზოლირებით, არამედ გაბევრდა და გაიზარდა", - ამბობს მღვდელი გიორგი ფირცხელანი.

მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ ეკლესიის მედიატორის ფუნქცია გაიზარდოს.

ჩვენ გვინდა, რომ იმ მეგობრების დახმარებით, რომლებიც ამ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შევთავაზოთ დახმარება, რათა მოგვმართონ  და მათი პრობლემები შემცირდეს, ჩვენი მთავრობის, პარლამენტის დახმარებით. კიდევ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, გაიზარდოს მედიატორის ფუნქცია ეკლესიისა", - ამბობს მღვდელი გიორგი ფირცხელანი.

პრესკონფერენციაზე ფონდის – „სავსე გულით“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლიდან ფონდი მუშაობს პატიმრების ოჯახების სარეაბილიტაციო პროგრამაზე. მანვე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს კონკრეტულ ინიციატივაში, „რაც ოჯახში ძალადობის რეგულირებას" ეხება, აქტიურად ჩაერთვებიან.

„აქტიურად გავაკეთებთ იმას, რომ შეიქმნება ცხელი ხაზი. ადამიანები თავად დაგვირეკავენ და ამას სტატისტიკურად აღვწერთ. შეისწავლება ქეისები და რაღაც გარვეულ რეზულტატს მივიღებთ...

სწორია, რომ კონფლიქტი და ძალადობა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთსგან. და ამას სჭირდება პრევენციული ღონისძიებები. კანონი, პირდაპირ აღსრულებაში როდესაც მოდის, შესაძლოა, სამართალდამცავს გარემოებების გათვალისწინება არ უწევდეს, რადგან მშრალად უწერია, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობთ, როცა კონფლიქტი დაფიქსირდება, შემდეგ არიან პროფესიონალები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და შევეცდებით, ამ ოჯახებს, რომლებიც ჩვენს ბაზაში დაფიქსირდება, აღმოვუფხვრათ და გადავუჭრათ ეს პრობლემა", - ამბობს  გიორგი ჭილაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^