Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

15 თებერვალი, 2019 18:44

არასამთავრობო ორგანიზაციები „თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს.

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

TBC დავას სასამართლოში გააგრძელებს - ეროვნული ბანკი ხაზარაძე-ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტოს მიღებული გადაწყვეტილება სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან კონკრეტული პირების გაწვევის თაობაზე. ამადროულად, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ ან/და მისი აქციონერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ შეფერხდეს სს „თიბისი ბანკის“ საქმიანობა და სხვა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ამავდროულად, პასუხის გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულების გამოყენების თაობაზე. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთობლივი ქმედებები კონკრეტული ფინანსური დაწესებულების წინააღმდეგ, სწორედ ამგვარ შთაბეჭდილებას ქმნის.

***

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^