Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის

15 თებერვალი, 2019 20:12

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის სახელოსნოში მისაღებად.

სახელოსნოში მიიღებიან 13-15 წლის მოზარდები, რომელთაც აინტერესებთ და უყვართ მხატვრული ლიტერატურა.

სახელოსნოს გაუძღვებიან მწერალი და დრამატურგი, პრემია „საბას“ ლაურეატი დავით გაბუნია და პოეტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.

მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად წაიკითხავენ და განიხილავენ წიგნებს, გაეცნობიან ლიტერატურული ჟანრების წარმოშობის ისტორიას და თავისებურებებს, დაწერენ ესეებს, იმუშავებენ საკუთარ მხატვრულ ტექსტებზე და ა. შ.

გაკვეთილებს ექნება პრაქტიკული ხასიათი − ყოველკვირეული დავალებებითა და მრავალფეროვანი სავარჯიშოებით, რომლებიც ხელს შეუწყობს წერისა და დისკუსიის უნარების განვითარებას.
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ საჯაროდ წარადგინონ საკუთარი ესეები და მხატვრული ტექსტები მწერალთა სახლში.

გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

სწავლა დაიწყება პირველ მარტს და დასრულდება ივნისის ბოლოს. სასწავლო პროცესი განახლდება ოქტომბრიდან.

სახელოსნოში მოსწავლეები მიიღებიან კონკურსის საფუძველზე. 

გთხოვთ, საკონკურსოდ გამოგვიგზავნოთ 300 სიტყვიანი ესე თემაზე, „ჩემი საყვარელი წიგნი“.

ესეები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - [email protected]e
საკონკურსო ესეები მიიღება 22 თებერვლამდე.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ: 593 39 38 66 (ნინო ბექიშვილი)

სწავლების საფასურია თვეში 35 ლარი (დევნილებისა და სოციალურად დაუცველებისთვის სწავლა უფასოა).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^